რედაქცია

დღის ამბები

პარლამენტმა ნიკა მელიას დეპუტატობის უფლებამოსილება შეუწყვიტა

13 ნახვა

პარლამენტმა „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელიას დეპუტატის უფლემოსილება შეუწყვიტა. მანდატის შეწყვეტას მხარი 79 დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი ხმა არ დაფიქსირებულა.

შეგახსენებთ: ნიკა მელიამ პარლამენტს დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტის განცხადებით მას შემდეგ მიმართა, რაც მმართველმა პარტიამ შარლ მიშელის შეთანხმების დოკუმენტი ანულირებულად გამოაცხადა.