რედაქცია

დღის ამბები

„ყბადაღებული მე-5 ტალღის დაწყებაც კი შეიძლება მოხდეს“ - თენგიზ ცერცვაძე

14 ნახვა

"სიტუაცია ამჟამად მართვადია, მაგრამ ფეთქებადსაშიშია", - განაცხადა დღეს, 6 ოქტომბერს, ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის გენერალურმა დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ.

მისივე თქმით, ყველაფერი რეგულაციების დაცვაზეა დამოკიდებული.

„სიტუაცია ამჟამად მართვადია, მაგრამ ფეთქებადსაშიშია. როცა 2-3 ათასი შემთხვევა გვაქვს დღეში ახალი, იქ შეიძლება კლებისკენ წავიდეს ტენდენცია და შეიძლება, მატებისკენაც წავიდეს. ამ ყბადაღებული მე-5 ტალღის დაწყებაც კი შეიძლება მოხდეს. უდიდესი მნიშვნელობა აქვს ჩვენი მოსახლეობის ქცევას," - განაცხადა ცერცვაძემ.