რედაქცია

პოლიტიკა

ყარაბახის მძევლები

730 ნახვა

ავტორი: თენგიზ აბლოთია

საქართველოში შედარებით გონებადაქვეითებულ ადამიანებს სომხეთის საგარეო პოლიტიკა ხშირად სამაგალითოდ მიაჩნდათ - აი, სომხეთმა რუსეთთან კარგი ურთიერთობები შეინარჩუნა, სამაგიეროდ, ტერიტორიები მიიღო.
ერთი შეხედვით ასეც არის, თუმცა, მხოლოდ ერთი შეხედვით - მეორე შეხედვა საკმარისი იყო იმისათვის, რომ დავინახოთ - ნიჭიერი, ჭკვიანი და კარგად ორგანიზებული სომეხი ერი ტერიტორიების მძევალი გახდა.
ეს აუცილებლად ასე მოხდებოდა - 90-იანი წლების დასაწყისში სომხეთმა აზერბაიჯანში შექმნილი არეულობა სათავისოდ გამოიყენა და მეზობელ ქვეყანას, არა მხოლოდ თავად ყარაბახი, არამედ 7 შიდა რაიონიც წაართვა.
ეს იყო სომეხი ხალხის საბედისწერო შეცდომა - მათ არა მხოლოდ პირწმინდად დაამარცხეს მეზობელი ქვეყანა, არამედ დაამცირეს ის, ღირსება წაართვეს.
ეს ძალიან წინდაუხედავი ნაბიჯი იყო იმის გათვალისწინებით, რომ საუბარია მეზობელზე, რომელიც არსად წასვლას არ აპირებს, ქვეყანაზე, რომლის მოსახლეობაც მინიმუმ 3-ჯერ მეტია, და რომელსაც ჰყავს ძლიერი პატრონი - თურქეთი.
სომხური ელიტისთვის გასაგები უნდა ყოფილიყო ის, რომ ამ ტოტალური გამარჯვებით ისინი მომავალ თაობებს დანაღმულ ველს უტოვებენ. აზერბაიჯანში არეულობა ერთხელაც დასრულდება, და ის ასეთი მარტივი დასამარცხებელი მტერი არ იქნება.
სომხებმა ამაზე სავარაუდოდ არ იფიქრეს, ან იფიქრეს და ყველაზე მარტივი გამოსავალი მოძებნეს - მოსკოვს მიენდნენ.
თუმცა, არც ეს იყო გამოსავალი - ჭკვიან და ევროპული ამბიციების მქონე სომეხ ხალხს რუსული უღელი აშკარად ამძიმებდა. ერმა, რომელსაც თავისი ქვეყნიდან ჰონკონგის შექმნა შეეძლო, ნებაყოფლობით უარი თქვა განვითარებაზე - საბოლოოდ ქვეყანა გაცვალეს ტერიტორიაზე.
100 000 ადამიანით დასახლებულმა ყარაბახმა 3-მილიონიან ქვეყანას პერსპექტივა დაუკარგა.
მერე მოხდა ის, რაც მოსალოდნელი იყო - სომხებს კორუფცია და ბანდიტების ძალაუფლება მობეზრდათ. მათ გადაწყვიტეს... არა, არა რუსეთისგან წამოსვლა, არა ნატოში შესვლა, არა რუსული ბაზების გაყვანა - მხოლოდ რამდენიმე კორუმპირებული მაღალჩინოსნის დასჯა.
სულ ეგ იყო.
თუმცა, რუსული გავლენის სფეროში სწორედ კორუფციასთან ბრძოლაა ყველაზე დიდი დანაშაული, რომლის გამოც სომხეთი სასტიკად დაისაჯა.
დღეს ერევანი გაცილებით უარეს მდგომარეობაშია, ვიდრე 2020 წლის სექტემბრამდე. დაპყრობილი ტერიტორიებისგან მხოლოდ ერთი პატარა ნაწილი - სტეპანაკერტის რაიონი დაუტოვეს. ამ ტერიტორიის ერთადერთი კავშირი სომხეთთან - ლაჩინის დერეფანი - ოფიციალურად გადავიდა რუსების ხელში.
რუსეთი ასევე ხსნის ახალ ბაზას სომხეთში, იღებს კონტროლის ქვეშ სომხეთის და ირანის საზღვარს.
საბოლოოდ სომხეთი თითქმის მთლიანად ემორჩილება მოსკოვს - ისევ - ტერიტორიის სანაცვლოდ.
სომხები ისევ აგრძელებენ წაგებულ თამაშს - საკუთარ ქვეყნის განადგურებას სხვისი ტერიტორიის შენარჩუნებისთვის.
დღეიდან სომხები კორუფციის დამარცხებაზე და პროგრესზე ვერც კი იფიქრებენ.
აი ასეთია მათ მიერ 91-93 წლებში დაშვებული საბედისწერო შეცდომის წარმოუდგენლად მაღალი საფასური.
სომხეთის ტრაგედია - კარგი გაკვეთილია ქართველებისთვის - არასდროს და არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავაყენოთ ერთი ტერიტორია მთელს ქვეყანაზე მაღლა. აფხაზეთი ცხინვალი, ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ არა მთლიანი ქვეყნის მომავლის განადგურების ფასად.
ქვეყნის ერთი ნაწილი არასდროს არ შეიძლება დააყენო მთელს ქვეყანაზე მაღლა!
სწორედ ამას გვასწავლის მეზობელი ერის გაკვეთილი - ერის, რომელმაც ტერიტორიას ქვეყანა შესწირა.